სს „თელასი“ თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობას განაგრძობს
“სს „თელასი“ თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობას განაგრძობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სს „თელასი“-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
23 მარტიდან კომპანიის მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერებულია. კომპანიის მომხმარებლებმა დისტანციური მომსახურებით უნდა ისარგებლონ.
სს „თელასი“-ს ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
„თელასი“-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “call-ცენტრის” (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური “facebook”-გვერდის: (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ”,- აღნიშნულია განცხადებაში.