ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან, კორონავირუსზე გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად, მხოლოდ ერთი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„კლინიკაში სულ წევს 76 პაციენტი, აქედან მოგეხსენებათ, რომ გუშინ გვყავდა 4 ინფიცირებული პაციენტი. გუშინდელი კვლევის შედეგად მხოლოდ ერთი მოვიდა დადებითი, რომელიც არის ქალბატონი და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენი კლინიკა ღებულობს სამივე სახის პაციენტს, ეს არის საშუალო, მსუბუქი და მძიმე. გუშინ საკარანტინო ზონაში გაეწერა რამდენიმე პაციენტი, დღესაც გადავა რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონაში. არსებული დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა, მათგან სამი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები