თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, წესების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ უკვე, თუ როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევა. ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, ასზე მეტი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და ეს შუქდებოდა კიდეც. დიდი მადლობა ამისთვის ტელევიზიებს. აქედან გამომდინარე, ეს თუ ისევ გაგრძელდება, დაემატება ამას  ადმინისტრაციული ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ბატონმა პრემიერმაც ისაუბრა. არაერთხელ გავაჟღერეთ ინფორმაცია ტელევიზიით. მეორე დარღვევის შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან ეს პირები. აღარ მოხდება მათი გადაყვანა კარანტინში ჯარიმისა და პასუხისგების გარეშე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები