გიორგი გახარია: 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.