კახაბერ ოქრიაშვილი და გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ
პარლამენტის უმრავლესობის წევრები კახაბერ ოქრიაშვილი და გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ.
“ძვირფასო აზერბაიჯანელებო, ჩვენო თანამოქალაქეებო!
გაზაფხულის მოსვლას, თქვენთან ერთად, ჩვენც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ვეგებებით – ვუერთდებით ამ ზეიმს და ვიზიარებთ თქვენს სიხარულს.
ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნას არაერთ ქვეყანაში განუმეორებელი ტრადიცია აქვს და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სამშობლოც ამ ტრადიციის ნაწილია, რადგან უკვე რამდენიმე წელია, ნოვრუზი საქართველოშიც საერთო სახალხო დღესასწაულია.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, 2020 წელს ასეთი განსაცდელის წინაშე დგას და ნოვრუზ ბაირამს, თქვენთან ერთად ისე ვერ აღვნიშნავთ, როგორც წინა წლებში. თუმცა გვჯერა, ერთობლივი ძალებით ამ განსაცდელსაც მალე დავძლევთ.
გილოცავთ ბაირამს – ახალი სიცოცხლის, ახალი ენერგიის, გაზაფხულის მოსვლის დღესასწაულს და გისურვებთ, მის მოსვლას წარმატება და სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს ჩვენს ქვეყანასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში!”-ნათქვამია მისალოც წერილში.