მეუფე ნიკოლოზი: ზიარების წესი არ შეიცვლება – რა გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ზიარების წესი არ შეიცვალოს.
მისი თქმით, სხვა რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.
“ზიარების საერთო კოვზით ვინმეს ინფექცია გადაედოს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მოხდება.
რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან გახმოვანება მოხდეს მსახურების, რათა სიმჭიდროვე არ იყოს. მორწმუნეებმა ჯანმო-ს რეკომენდაციები უნდა დაიცვან. შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – “არ გადასდო და არ გადაგედება”, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.