იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება – მილანის ქუჩებში ჯარისკაცები გაიყვანეს
იტალიის ქალაქებში კორონავირუსთან ბრძოლის წესებს ამკაცრებენ და ახალ შეზღუდვებს აწესებენ.
Ansa–ს ინფორმაციით, მილანის პრეფექტურის ხელმძღვანლის გადაწყვეტილებით, ქალაქში 114 ჯარისკაცი შეუდგება პატრულირებას და დააკვირდება, როგორ ასრულებენ ადამიანები საკარანტინო წესებს, რჩებიან თუ არა სახლებში.
იტალიაში მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ სამსაუხრში წასვლის დროს, საკვების საყიდლად თუ ჯანმრთელობასთან დაკაშირებული პრობლემების დროს შეუძლიათ, თუმცა ათასობით იტალიელები საკარინტო წესებს არღვევს.
ამის პარალელურად, ჩრდილოეთ–აღმოსავლეთის რეგიონ ვენეტოში, რომლის ცენტრი ვენეციაა, ყველა პარკი და სკვერი დაიხურა. აკრძალულია ველოსიპედების გამოყენება და სეირნობა.
ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გადიან, საკუთარ სახლებს მხოლოდ 200 მეტრით შეუძლიათ, მოშორდნენ.
ყველა შეზღუდვა 3 აპრილამდე იმოქმედებს.
პიემონტში „ბლოკადის“ გამკაცრებას გეგმავენ და ადამიანებს სუფთა ჰაერზე ყოფნას კიდევ უფრო შეუზღუდავენ.