ფოთის პორტი მუშაობის გაგრძელებას კრიზისულ პერიოდშიც გეგმავს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტვირთების მომსახურებას კრიზისულ პერიოდშიც გეგმავს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვირუსიის გავრცელების პრევენციის მიზნით, პორტში უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით არის დაცული.

“ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ, იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე. ისინი უზრუნველყოფილნი არიან FFP3 ტიპის ნიღბებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებებითა და მიღებული აქვთ სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება მათი გადანაწილება სივრცესა და საქმიანობაში, რათა შეიქმნას მაქსიმალური იზოლაცია“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები