იმნაძე ვაშაძის შეთავაზებაზე სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით – “ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ბაზარზე ძალიან ბევრი უხარისხო “ფეიკ” ტესტის გაჩენა
“უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა გამოირჩევა, რომ უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარხისო “ფეიკ” ტესტები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ოპოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სწრაფი ტესტების შემოტანას ეხებოდა.
პაატა იმნაძის თქმით, ის პირადად უკვე გაეცნო 15-16 მწარმოებლის სხვადასხვა ტესტებს მსოფლიოდან და, არავითარ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.
„მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ვალიდური იქნება. სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი 15-16 მწარმოებლის სხვადასხვა ტექსტებს მსოფლიოდან, რომლებიც, არავითარ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს, ეს პროფესიული მგრძნობელობა იქნება, თუ ის, რამდენ ნიმუშზეა გატესტილი წარმოებაში ჩაშვებამდე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, მაგალითად როდესაც ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, როდესაც ბაზარზე მოიპოვებ ტესტს, ამას სხვა, ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.