„თბილისის მიკროავტობუსი“: კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე მერიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„დედაქალაქის მერია სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან“- აცხადებენ „თბილისის მიკროვატობუსში“.
მათი ცნობით, ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.