დიმიტრი ხუნდაძე: საგანგებო მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა
“ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
ხუნდაძემ მედიასთან კომენტარი მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
“ჩვენ საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოში.
ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ 3 კვირა. ეს ძალიან კარგია. პრაქტიკულად, ჩვენ ვაჩვენეთ კორონასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი, მაგრამ, გასავლელი გვაქვს შემდეგი, რთული ეტაპი. ამასაც გავივლით. მთავარია, მოქალაქეებმა შეასრულონ ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ვფიქრობ, ყველა ერთად დავძლევთ ამ ვირუსს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
თამუნა შეყილაძე