ბექა ნაცვლიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ჯერ არ დამდგარა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში ჯერ არ დგას.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ჯერ არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, ამ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევია. მაგრამ თუ გავრცელების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება და, გარდა ამისა, ეს გასცდება თბილისს და გვექნება შემთხვევები რეგიონში, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე იქნება საჭირო საგანგებო ვითარების გამოცხადება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები