“რენტო ჯგუფი” კომპანიების თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის 24/7 – ზე მზად არის
თუ თქვენი კომპანიის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ვერ ახერხებთ 100%-ით დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, „რენტო ჯგუფი“ მზად არის პროტოკოლირებული, უსაფრთხო ტრანსპორტირების გასაწევად საქართველოს მასშტაბით.
✔მძღოლი ყოველთვის აღჭურვილია პირბადითა და ხელთათმანით
✔ყოველი მგზავრი უსაფრთხო დისტანციით არის დაშორებული მეორე მგზავრისგან
✔მგზავრი, რომელიც უარს იტყვის პირბადითა და ხელთათმანით ეკიპირებაზე, არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაში
✔ყოველი მომსახურების შემდგომ ტრანსპორტს უტარდება გენერალური დეზინფექცია
✔ჩვენი გუნდი 24/7-ზე აკონტროლებს მომსახურების პროცესსა და უსაფრთხოების ნორმებს
შეგახსენებთ, რომ „რენტო ჯგუფი“ პირველივე დღიდან ჩართულია სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეისებით ჩამოყვანილი მგზავრების ტრანსპორტირების პროცესში. შესაბამისად, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ დააგროვა.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვიყენოთ ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის, ჩვენი რესურსები და გამოცდილება 24/7 ზე მომართულია კორონავირუსის წინააღმდეგ, – აცხადებენ კომპანიაში.
დაგვიკავშირდით:
+995599667755 / +995579050410
rentogroup@gmail.com / info@rento.ge
R