ირაკლი ჩიქოვანი: ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ – უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება

“ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმწიფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკვების მარაგი საკმარისზე მეტია.

„პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან მიმართებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექმნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე, პრაქტიკულად, არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები