სოფო კილაძე ონლაინკონფერენციით მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ ესაუბრა

სოფო კილაძე ონლაინკონფერენციის დახმარებით აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრა.

ონლაინკონფერენცის მთავარი თემა ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაცია და იმ პროგრამების დანერგვა და განხორციელება გახლდათ, რომელიც კოდექსის ფარგლებში სხვადასხვა რაიონში იგეგმება.

“დღევანდელი ჩვენი პირისპირი შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  გადავწყვიტეთ ფორმატი შეგვეცვალა. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მიმდინარე პროცესების გამო კოდექსის იმპლემენტაციას ხელი არ შეეშალოს. მუნიციპალიტეტებს აქვს უდიდესი როლი “ბავშვის უფლებათა კოდექსის” სწორად დანერგვასა და თითოეულ ბავშვამდე მიტანაში, ამიტომ მათ სჭირდებათ დროულად ინფორმირება და გადამზადება,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარეშე პირთა შესვლა შეიზღუდა და შეხვედრებმა ონლაინფორმატში გადაინაცვლა.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” 2020 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები