სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო დასახლების, ჯავახეთისა და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები