ლევან გოფოძე: სამი პაციენტის ანალიზს ველოდით, სამივე მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

“სამი პაციენტის ანალიზს ველოდით, სამივე მათგანის პასუხი კორონავირუსზე არის ნეგატიური”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო დღის განმავლობაში 11-მა პაციენტმა დატოვა.

„დღეს დილისთვის იყო 44 პაციენტი და დღის განმავლობაში კლინიკა დატოვა 11-მა. აქედან ერთი ბინაზე გაეწერა, ყველანაირი ვადა გაუვიდა დაკვირვების. დანარჩენი ათი თვითიზოლაციაში გადავიდა. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამი პაციენტის ანალიზს ველოდით, სამივე მათგანის პასუხი კორონავირუსზე არის ნეგატიური“, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები