ეკატერინე ტიკარაძე: თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს

“თუ ჩვენ გვექნება კორონავირუსის შემთხვევების მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს.

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას – ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები