დიმიტრი ხუნდაძე: საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა, პრინციპში, უკვე მოქმედებს

“საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა, პრინციპში, უკვე მოქმედებს”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუნდაძის თქმით, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტები მოიმატებს.
„შევდივართ ე.წ. ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გავრცელების ფაქტი იქნება მეტი, ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება. ჩვენ ყოველდღიურად ვაფასებთ ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანით უკეთესი შედეგი.
ბავშვები რისკჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლიც, რეგულაციებიც, დაცვის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, გავრცელდება მათზეც.
საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა პრინციპში, უკვე მოქმედებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები