თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, 20-დან 30 ათას ლარამდე ჯარიმა დაწესდეს

ქვეყანაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ხელისუფლება სანქციებს ამკაცრებს.
​ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, შესაძლოა, წესების დამრღვევი მოქალაქეებისთვის ჯარიმა 20-დან 30 ათას ლარამდე იყოს. მათივე ცნობით, ასეთი პირების მიმართ შესაძლებელია, სისხლის სამართლის დევნაც დაიწყოს, რადგან თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები შექმნილ ვითარებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.

აღნიშნულის გამო, პარლამენტი შესაბამის კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს. დავალება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკვე გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები