დისტანციურად მუშაობის პირობებში sheamotsme.ge საშუალებას გაძლევთ 24-საათიან რეჟიმში ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე შეამოწმოთ

მაშინ როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, უმნიშვნელოვანესია აბონენტებს უწყვეტი ინტერნეტ მომსახურება ჰქონდეთ. როგორც “კვირას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს შეუზღუდავად მიეწოდებოდეს ხარისხიანი ინტერნეტი, კომისია ინტერნეტის ხარისხის 24-საათიან კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
“შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდის – www.sheamotsme.ge საშუალებით, ყველა მოქალაქეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეუძლია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, www.sheamostme.ge ვებ-გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში მარტივად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მყისიერად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
კონკრეტულად, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დეტალური ინსტრუქცია იხილეთ www.sheamotsme.ge ვებ-გვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ კომისიის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/gnccge/ ან კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge”,-აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები