ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად ჯანდაცვის სისტემა მზად არის

“დღესდღეობით შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პაციენტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად ჯანდაცვის სისტემა მზად არის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ პირველი ტალღა მიგვეღო. ეს პირველი ტალღა სისტემას უკვე ჰყავს მიღებული, ახლა ველოდებით უკვე შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ამ პროგრამაში ვაპირებთ და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც, დაახლოებით, 24-დან 48 საათში იქნება მზად პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე –  მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსის მქონე პაციენტების მისაღებად და დღესდღეობით შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა, მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები