“მინდა, მადლობა ვუთხრა ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააღწევს თავს ამ გართულებას”

“ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს, ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას”, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და განსაკუთრებით გამოყო შექმნილ ვითარებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დროული, ოპერატიული და გამართული მუშაობა. პარლამენტის წევრმა სიმშვიდისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომელთა სახელების ხსენებაზეც სრულიად საქართველო ერთიანდება. ესენი არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები – პროფესიონალები თავიანთი საქმის, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და მზრუნველობით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დააღწევს თავს ამ გართულებას. ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას.

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ურთიერთგამხნევებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას კარგი მაკოორდინირებელი საქმიანობისთვის მადლობა ჩვენს მთავრობას, მის პირად შემადგენლობას დროულობის, ოპერატიულობისა და გამართული მუშაობისთვის. მე მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გონივრულად მოეკიდა ამ სირთულეს, შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი. მინდა იმედიანი შეძახილით მივმართო, ასევე, სრულიად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები