“ყოველმა თქვენგანმა ერთი წუთით გაისიგრძეგანოს პოლიციელების მძიმე ხვედრი დღევანდელ დღეს, ყველა ფრონტზე მათ უწევთ სამსახური, უხმაუროდ და უდრტვინველად, მადლობა ბიჭებო”
“მაქვს კითხვა რატომ არიან ვალდებულნი ჩვენი საპატრულო პოლიციის გმირი ბიჭები, კუდში სდიონ ამ უპასუხისმგებლო ევროპამოვლილ მოქალაქეებს?!”, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ვირუსის პოტენციური გავრცელების საფრთხეს ქმნის.
“მოკლედ ცალკე საკითხია რომ ამ ხალხს თვითშეგნება არ გააჩნია, თუმცა მე ჩემთვის ერთ მნიშვნელოვან თემას დაუბრუნდები, კორონავირუსმა დაგვანახა რომ მთელი საქართველო, მათ შორის რეგიონების მაცხოვრებლებიც საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ, მოგზაურობა კი მერწმუნეთ იაფი სიამოვნება არ არის! ახლა კი მთავარი- მაქვს კითხვა რატომ არიან ვალდებულნი ჩვენი საპატრულო პოლიციის გმირი ბიჭები, კუდში სდიონ ამ უპასუხისმგებლო ევროპამოვლილ მოქალაქეებს?! ე.წ მოქალაქეებს რომლებიც თვითიზოლირებას ვერ ახერხებენ, გარდა იმისა რომ სახელმწიფოს მათი კუდში დევნა და შემდეგ კეთილმოწყობილ სასტუმროებში კვება საკმაოდ ძვირი უჯდება, უფრო უარესი ისაა რომ ეს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები საფრთხეს უქმნიან გარშემო მყოფებს და უპირველეს ყოვლისა თავად პატრულის ბიჭებს, იმ ბიჭებს რომლებიც აი ასე მხოლოდ ნიღბებით შეიარაღებულები დასდევენ ამ შეუგნებელ, ევროპულ არდადაგებ გამოვლილ ადამიანებს! ყოველმა თქვენგანმა ერთი წუთით გაისიგრძეგანოს პოლიციელების მძიმე ხვედრი დღევანდელ დღეს, ყველა ფრონტზე მათ უწევთ სამსახური, უხმაუროდ და უდრტვინველად… და ბოლოს რატომღაც დამოუკიდებელი ქართული მედიის მხრიდან ამ ბიჭებისადმი მიძღვნილი ერთი პოზიტიური სიუჟეტი არ მახსენდება, სიუჟეტი კი არა ბევრს უბრალო მადლობაც კი არ დასცდენია, ჰოდა მადლობა ბიჭებო, მადლობა იმიტომ რომ ქართულ სახელმწიფოს აშენებთ! ტალახის კი ნუ შეგეშინდებათ, ის მარმარილოზე დიდხანს არ ჩერდება! – წერს გიორგი კალანდია.