ნინო ქადაგიძე: ჩემი სურვილია, სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც, ფაქტობრივად, მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის

“ჩემი სურვილია  სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც, ფაქტობრივად, მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს აპარატის სტრუქტურა სრულყოფას საჭიროებს.

„ჩემი სურვილია, სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც, ფაქტობრივად, მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის. თითოეული მოსამართლე აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას სასამართლოს ფუნქციონირებაზე, სასამართლოს მმართველობის საკითხებზე.

ჩემი მოსაზრებით, სრულყოფას საჭიროებს სასამართლოს აპარატის სტრუქტურა. უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მუშაკთა თანამდებობის სარგოების ოპტიმიზაცია, განაკვეთების ოპტიმიზაცია. აპარატში პრიორიტეტული ადგილი უნდა დაიჭიროს მოსამართლის საქმიანობის მხარდამჭერმა ძირითადმა რგოლმა, მხედველობაში მაქვს თანაშემწის ინსტიტუტი. საჭიროა კონკურსის პროცედურების სრულყოფა, შეფასების მკაცრი და მკვეთრი კრიტერიუმების შემოღება.

ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში, ასევე  კარგი იქნებოდა, დაინერგოს ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც ჩვენ დაგვეხმარება, ერთი მხრივ, დავაინტერესოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მაღალი რეიტინგი აჩვენეს უნივერსიტეტში და, ამავდროულად, მივიღებთ მზა კადრს, რომელიც სასამართლოს საჭიროებებზე იქნება მორგებული“, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები