საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სატენდერო პროექტების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოაქვეყნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 29 პროექტი წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე ელექტრონულად გამოაქვეყნა. აღნიშნული ტენდერები მარტისა და აპრილის თვეებში ეტაპობრივად გამოცხადდება.

კომპანიებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაეცნონ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს მიმდინარე წელს გამოსაცხადებელ სატენდერო პროექტებს, რამაც ტენდერებში მეტი კომპანიების მონაწილეობა და, შესაბამისად, მეტი კონკურენცია უზრუნველყო.

კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დეპარტამენტი კონტრაქტორებთან „ღია კარის დღეს“ აღარ ჩაატარებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ელექტრონულად განათავსებს დეპარატმენტის ვებგვერდზე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მოგვწეროთ დეპარატამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: info@georoad.ge.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს,  უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. უზრუნველყოფილი იქნება ღია გაჭვირვალე და თანაბარი პირობები ყველა ორგანიზაციისთვის.
დეპარტრამენტი, კონტრაქტორ ორგანიზაციებსა და დაინტერესებული ჯგუფებს წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას ყველა ინოვაციისა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

იხილეთ: 2020 წლის მარტ-აპრილში გამოსაცხადებელი სატენდერო ობიექტები

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები