საქსტატი: თებერვალში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარიდან 199.0 ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.2 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.0 ლარით, სამსულიანი – 317.2 ლარით, ოთხსულიანი – 352.5 ლარი, ხუთსულიანი – 396.5 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 468.8 ლარი.
შეგახსენებთ, რომ საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, მათ შორის – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.