დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს

“საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და, ამ ეტაპზე, შედეგიც შესაბამისია”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ – ეკონომიკასაც. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც.

“ეპიდვითარება მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის შეფასებული და ქვეყნების მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და, ამ ეტაპზე, შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვითარება სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას მაინც არ იძლევა.

პრემიერის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად, ყოველ დღეს და ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც, გარდა საერთო რეკომენდაციებისა, მუშავდება დამატებითი რეგულაციები, შეზღუდვები და მონიტორინგის მეთოდები. იხილება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. გარდა შეზღუდვებისა, აქტიურად მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება და გაფართოება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა.

ვირუსი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ –  ეკონომიკასაც. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც. დაწესდა საგადასახადო შეღავათები და გადავადდა სასესხო ვალდებულებები. ტვირთბრუნვა ქვეყანაში არ შეჩერებულა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც, რის გარეშეც სასურველ შედეგზე გასვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სამწუხაროდ, გვაქვს მოქალაქეებისა მხრიდან დაუმორჩილებლობის და ხშირად უსაფუძვლო უკმაყოფილების ფაქტებიც, არა და, უპასუხისმგებლობამ შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები