კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუს COVID-19–ით ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და განკურნებულთა შესახებ უკანასკნელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
როგორც მონაცემიდან ირკვევა, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
WHO-ს სტატისტიკით, მსოფლიოს 157 ქვეყანაში კორონავირუსით 169 610 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს 6518 პაციენტი ემსხვერპლა.
ვირუსული ინფექციისგან 77 776 ადამიანი განიკურნა.