თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ალექსი გოგოლაურისა და დიდუბის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნისა და თინათინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, ალეკო გობრონიძისა და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები