დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია არაფრის ღირსი არ არის, მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს
“დღეს საქართელოში პოლიტპატიმრები არ არიან, ეს თქვენც კარგად იცით, თავი დაანებეთ საზოგადოების აზრის დამახინჯებას”, – ამ სიტყვებით პასუხობს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ოპოზიციას.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების გარანტი ამომრჩეველია, რომელიც ოპოზიციას არ ჰყავს და არა საარჩევნო სისტემა.
„რამდენიმე დღის წინ გოცირიძის და ჭიაბერაშვილის განცხადებები წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ოპოზიცია არაფრის ღირსი არ არის, მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს! როგორც იქნა, მოხდა შეთანხმება (რომელსაც პირადად მე არ ვეთანხმები) შეთანხმება, რომელსაც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ მსოფლიო ელოდებოდა, ოპოზიცია კი გამოდის და ამბობს, რომ სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ და საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. ბატონო, უპასუხისმგებლოებო შეგახსენებთ, რომ პარლამენტი თქვენი სამსახურია, ხელფასს სწორედ სამსახურში (პარლამენტში) სიარულში გიხდიან და არა ბოიკოტში. ახლა რომ გამოდიხართ და ამბობთ, შეთანხმება აღარ მოგვწონსო, რამდენიმე დღის წინ სად იყავით? თქვენ არ გამოხვედით და საზოგადოებას გაბრწყინებული სახით არ ამცნეთ შეთანხმების შესახებ? ახლა კი საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმება აღარ მოგწონთ, რადგან გაანალიზეთ და მიხვდით, რომ გამარჯვების შესაძლებლობა, არცერთი საარჩევნო მოდელის შემთხვევაში არ გაქვთ. არჩევნებში გამარჯვების გარანტია ამომრჩეველია (რომელიც თქვენ არ გყავთ) და არა საარჩევნო სისტემა.
რაც შეეხება ყბადაღებულ პოლიტპატიმრების თემას, წყლის ნაყვით არ დაიღალეთ? წარმოდგენაც არ მინდა თქვენი მმართველობის პერიოდში უგულავას რამდენ წელს მიუსჯიდით და ციხეში რა პირობებში მოუწევდა ყოფნა. დღეს საქართელოში პოლიტპატიმრები არ არიან, ეს თქვენც კარგად იცით, თავი დაანებეთ საზოგადოების აზრის დამახინჯებას.
პ.ს. გუშინ ოპოზიცია საზოგადოების წინაშე „საინტერესო” ინიციატივით წარსდგა, სამართლიანობის ფეხქვეშგამთელი ადამიანები, სასამართლოს რეფორმის ინიციტივით გამოვიდნენ და კონკრეტულ ხედვებიც წარმოადგინეს, ხედვები რომელიც საოცარი დილეტანტიზმით გამოირჩევა და მათი პრაქტიკული განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სისტემის კოლაფს გამოიწვევს”, – განმარტავს ჩიხელიძე.