“სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს”

“ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში ამ დაავადების დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.
​„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები