მაია ცქიტიშვილი: „ქართუს” დაფინანსებით შექმნილი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაწილია ის ორი საკარანტინო სივრცე, რომელიც აბასთუმანსა და საჩხერეშია

“როდესაც ჯანდაცვასა და ჯანდაცვის სექტორზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ავღნიშნო და არ შევახსენო საზოგადოებასაც რომ, თუნდაც ის ორი საკარანტინო სივრცე, რომელიც აბასთუმანსა და საჩხერეში მდებარეობს, სწორედ „ქართუს” დაფინანსებით შექმნილი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაწილია”, – ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება დახმარება, „ქართუ” ფონდისგან გვაქვს მზაობა, გვერდში დაუდგეს ჩვენს ქვეყანას.
„როდესაც ჯანდაცვასა და ჯანდაცვის სექტორზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ აღვნიშნო და არ შევახსენო საზოგადოებასაც, რომ თუნდაც ის ორი საკარანტინო სივრცე, რომელიც აბასთუმანსა და საჩხერეში მდებარეობს, სწორედ „ქართუს” დაფინანსებით შექმნილი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაწილია. ამ მიმართულებით, გავიხსენებდი რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ინფრასტრუქტურის ნაწილს  „ემერჯენსს”. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის პროექტიც ,,ქართუს” ჰქონდა დაფინანსებული ისევე, როგორც საჩხერის სრულიად ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის მოწყობა, ახალი ცენტრის მშენებლობა და, ასევე, გარკვეული სასწრაფო დახმარების სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს გვაქვს საჩხერის რეგიონში ბორითში, ასევე, ურეკში და მრავალი სხვა. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს უკვე ყველას ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა და იცით, რომ თავისი არსებობის პერიოდში, დაახლოებით სამ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქველმოქმედო პროექტი დააფინანსა „ქართუმ”. სამწუხაროდ, ამ გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენ დღესაც შეიძლება დაგვჭირდეს „ქართუ” ფონდის დახმარება. მე არ შემიძლია, არ გამოვხატო მადლიერება „ქართუ” ფონდის მიმართ – როგორც სხვა დროს, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება, „ქართუ” ფონდისგან გვაქვს მზაობა გვერდში დაუდგეს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები