დავით ჩიხელიძე: საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ეხმაურება.

​მისი თქმით, ამგვარი ეკონომიკური სტიმულირება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და მილიარდი ლარი ქართულ ეკონომიკას დაეხმარება.
„მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მედალს ორი მხარე აქვს, ასევე, ნებისმიერ მდგომარეობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე და გვყავს გმირი ექიმები (არა მხოლოდ ექიმები, არამედ, ყველა ის ადამიანი გმირია, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ჩვენს უსაფრთხოებას). ახლა რაც შეეხება მთავრობას – დღევანდელმა გადაწყვეტილებამ (ეკონომიკურ შეღავათებს ვგულისხმობ) დაგვანახა, რომ მთავრობას ხელეწიფება კრიტიკული სიტუაციების მართვა, სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ერთ მიზანს, სახელმწიფო კეთილდღეობას ემსახურება. დღევანდელი გადაწყვეტილება და ეკონომიკის სტიმულირება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, საუბარია მილიარდ ლარზე, რაც ნამდვილად დაეხმარება ქართულ ეკონომიკას, ქართულ კომპანიებს, მცირე ბიზნესს და ა.შ. ყველაფერი მალე გაივლის, მთავრობის სწორი და ეფექტური მუშაობის დამსახურებით კი საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ძლიერი და წარმატებული დაბრუნდება”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები