ქეთი ლურსმანაშვილი: კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვაჯობეთ

„პირველად ვიგრძენი თავი დაცულად ჩემს ქვეყანაში, პირველად ვიგრძენი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვაჯობეთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ფეისბუქმომხმარებელი”, ქეთი ლურსმანაშვილი წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, ბელგიაში უნივერსიტეტთან, სადაც მისი შვილი სწავლობს, ერთკვირიანი მიმოწერა დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროებით ლექციების შეჩერება.

„ზუსტად 1 კვირა დამჭირდა ინტენსიური მიმოწერა ჩემი შვილის უნივერსიტეტთან ბელგიაში, რომ დამერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროებით ლექციების შეჩერება. აბსოლურტური შეუვალები იყვნენ. თუმცა, როგორც იქნა, გუშინ გამოუცხადეს, რომ შეაჩერეს სწავლა. მათი ერთადერთი რეკომენდაცია იყო – დაებანათ ხელები სტუდენტებს და, ავადობის შემთხვევაში, დარჩენილიყვნენ სახლში (ანუ “გამოჯანმრთელდით, როგორც გინდათ” პრინციპი). პირველად ვიგრძენი თავი დაცულად ჩემს ქვეყანაში, პირველად ვიგრძენი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვაჯობეთ. იმედია, ბოლომდე შევძლებთ წარმატებით ამ სიტუაციასთან გამკლავებას”, – წერს ქეთი ლურსმანაშვილი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა, სადაც “ფეისბუქმომხმარებლები” აღნიშნავენ, რომ საქართველო ბევრად ეფექტურად რეაგირებს ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა.

“ხათუნა უგულავა (Khatuna Ugulava) – აი, ეგ მინდოდა დამეწერა ეხლა. მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობის ყველა რგოლის ერთიანობითა და მობილიზებით;

ნინო ჭანტურია (Nino Tchanturia) – იგივე ხდება ქეთი ინგლისში, ოღონდ არც აპირებენ სწავლის შეწყვეტას და არანაირი ზომების მიღებას;

ქეთი ლურსმანაშვილი (Keti Lursmanashvili )- ზუსტად ეგრე იყო იტალიაც და ფაქტი სახეზეა:(ღმერთმა მალე გადაგვაგორებინოს ეს ამბები);

თამუნა ქემოკლიძე (Tamuna Kemoklidze) იგივე-ფინეთში;

ქეთი ლურსმანაშვილი (Keti Lursmanashvili Tamuna)- თან რა ძნელია, რომ ვერ აგებინებ ვერაფერს. საერთოდ აიგნორებენ სიტუაციას;

თამუნა ქემოკლიძე (Tamuna Kemoklidze – Keti) რა სჭირთ, გადავირიე:(ჩემი მეგობრის შვილმა, ფინეთიდან: ონლაინზე გადვდივართო, მაინც უნი-ში მიიყვანეს და ლექტორი ჩაერთო ონლაინ დიდ დარბაზში. მოდი და ნუ გაიცინებ;

ნინო ერქომაიშვილი (Nino Erkomaishvili) – გეთანხმები, ქეთი, ბევრმა ქვეყანამ ინატროს ის მდგომარეიბა, რაც ჩვენთანა ამ მხრივ. ძალიან ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას გავუსწარით;

დეა ჩხეიძე (Dea Chkheidze) – სან ფრანცისკოში ცხოვრობენ დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილები და არც შეედრება თქვენი რეაგირება აქაურსო, იქ სრული პანიკაა;

თამუნა ჯეჯილაშვილი (Tamuna Jejilashvili )- ქეთი მეც მგონია რო ბევრად ეფექტურად რეაგირებს საქართველო ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა;

ლია ჯანელიძე (Lia Janelidze) – მეამაყება ჩვენი მედიცინა!ბრავო!

მარი ოდიშარია (Mary Odisharia) – მართალი ხარ ქეთი, მეც აქ გერმანიაში სალომეს სულ ხელის სადეზინფექციო საშუალებას ვატან სკოლაში და ვიმედოვნებ რომ ხმარობს. შენმა ბიჭმაც აუცილებლად იქონიოს აეროპორტში;

გურანდა კორძაძე (Guranda Kordzadze-Triantafyllou) – ნორვეგ ია გამაღიზიანრბლად ნელა მოქმედებს. არ უკეთდება დეზინფექცია მეტროს და ტრანსპორტს. ფულს არაფერზე ხარჯავენ. იმდენად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, რომ გუშინ 3 საათიანი კრების შემდეგ იძულებული გახდნენ სასწავლებლები დაეკეტათ. აეროპორტი არ მოწმდება, ფრენები არ იკრძება და ავიაკომპანიებიც აქ იმას აკეთებენ რაც უნდათ;

ნატო ჯავახიშვილი (Nato Javakhishvili) – ჩემი დეიდაშვილია საფრანგეთში და ძაან ქაოსია, მანდ ბევრად უფრო ორგანიზებულია ყველაფერიო. გუშინ ვეხვეწებოდი ჩამოდითქო, მაგრამ არც წამოსვლაა მარტივი გადაწყვეტილება;

ლია ხინიკაძე (Lia Khinikadze) – მართლაც იყოჩაღეს ჩვენებმა. გაპურტყულ ევროპას გადაუჯოკრა;

ეკა ბარამიძე (Eka Baramidze) – ნამდვილად საოცრად უჭირავთ სიტუაცია ბრავო მათ. მთავარია, გაუძლონ და ადამიანებმაც გამოიჩინონ თვითშეგნება. ქეთი, გეთანხმები”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები