ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ქართუსა” და ბანკების ინიციატივებზე: ამ ფონზე მოველი ოპოზიციის თვითმკვლელ განცხადებებს

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც „ქართუ” ფონდისა და ბანკების მიერ გადადგმული სახელმწიფოებრივი ნაბიჯების ფონზე ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური განცხადებების გაკეთებას ვარაუდობს.

„ფონდმა „ქართუმ” განაცხადა, რომ გამოყოფს ფულად სახსრებს ნებისმიერი რაოდენობით, რაც საჭირო იქნება საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად კორონავირუსით გამოწვეული შედეგების დასაძლევად.

გარდა ამისა, ქვეყნის სამმა უდიდესმა ბანკმა: “ლიბერთიმ”, “საქართველოს ბანკმა” და “თიბისიმ”  უკვე გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებული სექტორების კომპანიებს სესხები გადაუვადონ. მათ, ალბათ, სხვა ბანკებიც მიჰყვებიან დღეს.

ამ ფონზე მოველი ოპოზიციის თვითმკვლელ განცხადებებს:

— შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის გამოგონილია ან შემოტანილია საქართველოში.

— „ლელოს” მესვეურნი იტყვიან, რომ “თიბისი” ბანკი აიძულეს, ასეთი ნაბიჯი გადაედგა.

— გუბაზა, მიშას proxy საქართველოში, იტყვის, რომ ვეზუვის ამოფრქვევების შემდეგ ქალაქ პომპეიში გაცილებით უკეთესად ებრძოდნენ სტიქიის შედეგებს.

ამასობაში, მსოფლიოს საფონდო ინდექსები კატასტროფულად ეცემა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გადავრჩეთ. დიახ, გადავრჩეთ!

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და რამდენს გამოყოფს ფულს იმიტომ, რომ არცერთ პარტიას  ვეკუთვნი და „პარტიულად” არ ვაზროვნებ!

P.S. ჩემს ცხოვრებაში პირველად გამეხარდა, რომ საქართველოში საფონდო ბაზარი „მკვდარია”… – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები