ანდრია გვიდიანი: ამ რთულ დროს ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, რაც არავის შეუძლია, იმას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფონდ “ქართუს” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ფონდი მზადაა, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ის.
„ამ რთულ დროს ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს, რაც არავის შეუძლია, იმას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს. თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ეს, არა? აღარც გვიკვირს უკვე – მივეჩვიეთ. უპირობო დაფასებას საჭიროებს ასეთი საქციელი. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური კონიუქტურისა, სიმპათიების და ანტიპათიების გარეშე უნდა გავუფრთხილდეთ ამ კაცს. “ქართუ” ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად”, – წერს ანდრია გვიდიანი.
ცნობისათვის, ფონდმა „ქართუმ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად დასჭირდება.