მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 22 პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი რჩება, შვიდთან დადასტურებულია პნევმონია და ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან შვიდთან დადასტურებულია პნევმონია გულ-მკერდის კატე კვლევის ჩატარების შედეგად. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმედ, მაგრამ გარკვეულწილად რამდენიმე დღეა, სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს. შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ, მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ, დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება, მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას – ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთ პაციენტის მიმართ მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით პასუხი სუსტად დადებითია, ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები