“სოციალურ ქსელში გავრცელებული, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი “ფეისბუქგვერდი”, მის საკუთრებას არ წარმოადგენს”

სოციალურ ქსელში გავრცელებული/გაზიარებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი “ფეისბუქგვერდი” მის საკუთრებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

“სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი “ფეისბუქგვერდი”.
მადლობას ვუხდით კეთილისმსურველებს ამ გვერდის გაზიარებისა და მოწონებისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს.
ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები