„ახალგაზრდა ადვოკატები“ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
“ახალგაზრდა ადვოკატები”, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
“ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სრულად იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს დაა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
ორგანიზაციის იურისტები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ პროფესიული მოვალეობების შესრულებას, ორგანიზაცია დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, კლიენტებთან. ამასთან, საერთო სასამართლოების წარმოებაშია არაერთი საქმე, სასამართლოების მხრიდან განსაზღვრულია სხდომები. იმ შემთხვევაში, თუკი საერთო სასამართლოების მხრიდან არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სხდომების გადადებასთან მიმართებით, საქმეზე პასუხისმგებელი იურისტი განახორციელებს პროფესიულ მოვალეობას.
„ახალგაზრდა ადვოკატებთან“, ნებისმიერ საკითხზე საკომუნკაციოდ, მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა საკონტაქტო საშუალება, უფასო იურიდიული კონსულტაცია კვლავ ხელმისავწდომია ორგანიზაციის არხებით, დისტანციური წესით, მოქალაქეებსა და კლიენტებთან გასაუბრება შესაძლებელია ონლაინპლატფორმების გამოყენებით, ხოლო დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მხოლოდ ორგანიზაციის მობილურ ნომერზე დაკავშირება: 599 291202.
ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია, დავიცვათ თანამშრომლები არასაჭირო კონტაქტებისგან, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხილის უფლებაზე. ამასთან, საზოგადოებას ვაჩვენოთ სოლიდარობისა და შრომითი უფლებების დაცვის მაგალითი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.