თეა წულუკიანი: პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან.
„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველა ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. გამოუცხადებლობა ყველას ჩაეთვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.