ანრი ოხანაშვილი: ნინო ქადაგიძეს აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვისაა საჭირო
“რა გეგმები ექნება, რა ხედვებსა და პოლიტიკას გაატარებს ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან, ეს ჩვენი მთავარი ინტერესის საგანი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნინო ქადაგიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო გამოცდილება აქვს.
“რა გეგმები ექნება, რა ხედვებსა და პოლიტიკას გაატარებს ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან, ეს იქნება ჩვენი მთავარი ინტერესის საგანი, ვინაიდან როდესაც შევამოწმეთ, მივიჩნიეთ, რომ მას აქვს კვალიფიკაცია და ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის. ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი, რომელი დღის წესრიგითაც სამწუხაროდ ცდილობდნენ, ყველა საკითხში შეიყვანონ პოლიტიკა და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრონ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართა.