საგანგებო სიტუაციების სამსახური, საქართველოში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
“ამ დროისთვის, ხანძრები ლიკვიდირებულია:
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება:
სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.
გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია:
აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭართალი, ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი.
ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც, ჯამურად, 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.