მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს
“ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება.
„ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები, ამ ეტაპზე, 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.