ლევან გოფოძე: ვამზადებთ, დაახლოებით, 10 პაციენტს, უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან ორი კვირა, სახლში გავწერთ

“ჩვენ უკვე დავიწყებთ პაციენტების გაწერას, დღეს ვამზადებთ, დაახლოებით, 10 პაციენტს, მონაცემები გადაეგზავნება ცენტრს, შემოწმდება კიდევ ერთხელ, უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან ორი კვირა სახლში გავწერთ”, – ამის შესახებ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება.

“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება. გუშინ 10 პაციენტი მივიღეთ, აქედან 7 იტალიიდანაა ჩამოსული. დღეს ეს პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის გადადიან. ასევე, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აიღო პასუხისმგებლობა იმ 39 მოქალაქეზე, რომელიც გუშინ სასტუმროში განთავსდა და სამედიცინო უზრუნველყოფა, მათი დაკვირვება ჩვენი ექიმებისა და ექთნების მიერ განხორციელდება. ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, უბრალოდ, უფრო მაღალი რისკის ზონიდან იყვნენ, ამიტომ ჩაითვალა რეკომენდებულად, რომ ეს მოქალაქეები არ წაეყვანათ სასტუმროში და დაკვირვებისთვის ჩვენთან მოეყვანათ.

არცერთს ცხელება არ აღენიშნება, მაგრამ ორი კვირა იზოლაციაში უნდა იყვნენ.

ჩვენ უკვე დავიწყებთ პაციენტების გაწერას, დღეს ვამზადებთ, დაახლოებით, 10 პაციენტს, მონაცემები გადაეგზავნება ცენტრს, შემოწმდება კიდევ ერთხელ, უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან ორი კვირა სახლში გავწერთ”, – განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები