კობა გვენეტაძე: პრემიერთან ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით გვჭირდება კომუნიკაცია და რა უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები

“მოგეხსენებათ, საბანკო სისტემასა და მის გამართულ ფუნქციონირებას ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს გვქონდა საუბარი იმ სექტორებზე, რომლევზეც, შესაძლოა, პოტენციურად ჰქონდეს გავლენა მიმდინარე მოვლენებს. საუბარი იყო, თუ რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია და რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს მაქსიმალურად, რაც შესაძლებელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და, ამავე დროს, არ შემცირდეს სამუშაო ადგილები”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, აგრეთვე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ, საკმაოდ რთული პერიოდის მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით გავლა.
„მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიო ეკონომიკაში და, ამ დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისათვის, რომ იქნება ეს მოკლევადიანი, თუ გრძელვადიანი გამოწვევები დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები