დიმიტრი ხუნდაძე: მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გარეშე შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ დადგეს

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გარეშე შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ დადგეს”, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, დროებით უარი უნდა ვთქვათ რისკისშემცველ ჩვევაზე.
“ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია და ეპიდემია გლობალურ საფრთხედ წარმოჩინდა, მინდა, ყველას გთხოვოთ, ერთმანეთს საკუთარ გულზე ხელის დადებით მივესალმოთ და ამით დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე –  შემხვედრი, რადგან ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი სწორედ ხელის ჩამორთმევა და ჩახუტებაა.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გარეშე შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ დადგეს.

მოგიწოდებთ, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და დროებით უარი ვთქვათ რისკისშემცველ ჩვევაზე.
გისურვეთ ყველას ჯანმრთელობას !”, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები