ინდოეთში კორონავირუსის გამო 26 სახეობის სამკურნალო საშუალების ექსპორტი შეიზღუდა
ინდოეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო 26 სახეობის სამკურნალო საშუალების ექსპორტი შეზღუდა. მათში შედის პარაცეტამოლი, ანტივირუსული პრეპარატები და ანტიბიოტიკები.
ცნობისთვის, ინდოეთზე მოდის ამერიკული ჯენერიკული პრეპარატების თითქმის 40%, ასევე ის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური სამმართველოს განცხადებით, შეზღუდვა დროებითია.
ცნობისთვის, ინდოეთი წამლის დასამზადებელი ინგრედიენტებისა და პრეპარატების თითქმის 70%-ს ჩინეთიდან იღებს. შეზღუდვის შემოღებამ შესაძლოა, ყველაზე მწვავედ აშშ-ზე იმოქმედოს, რითაც გამოიწვევს დეფიციტს ან ფასების ზრდას. წინა კვირას ანალიტიკოსებმა უკვე ივარაუდეს, რომ ფასები ძირითად ნედლეულზე, შესაძლოა, 10%-დან 50%-დან გაძვირდეს, ყველაფერი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.