მარნეულის რაიონში აფხაზეთის ომში დაღუპული ანვერ გუმბატოვის მემორიალური დაფის გახსნა იგეგმება
მარნეულის რაიონში, აფხაზეთის ომში ( 1992-1993 წ.წ.) დაღუპული ეროვნებით აზერბაიჯანელის ანვერ გუმბატოვის მემორიალური დაფის გახსნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შესაბამის, პეტიციაზე ხელმოწერიების ინიციატორი ადგილობრივი აქტივისტი სამირა ბაირამოვაა.
მემორიალური დაფის გახსნა მარნეულში 9 აპრილის მემორიალთან ახლოს იგეგმება. ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, მარნეულის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა, ანვერ გუმბატოვის სახელიც ეწოდოს.
გუმბატოვი აფხაზეთში ერთ-ერთი საბრძოლო დავალებისას 1993 წლის 4 ივნისს დაიღუპა.