ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენია ჩართული
ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარე ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-მდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეცტექნიკის საშუალებით აქრობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს,”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.